ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარტლამენტი ე.წ. საზღვრის დარღვევაზე ჯარიმებს ზრდის
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. საზღვრის დარღვევაზე ჯარიმების გაზრდის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე ფულადი ჯარიმა 2 ათასიდან 20 ათასამდე რუბლი იქნება. ოფიციალურ პირების მიმართ ჯარიმის თანხა 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე განისაზღვრა, იურიდიულ პირს კი, 400 ათასიდან 800 ათას რუბლამდე დააჯარიმებენ.
შედარებისთვის, ამჟამად ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან 1000 რუბლამდეა, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის კი, 2 ათასიდან 5 ათასამდე.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯარიმის არსებული ოდენობა მცირეა და შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს.
კანონპროექტს უახლოეს დღეებში სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის პრეზიდიუმი განიხილავს.