ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურა - ოსი ხალხის გენოციდისთვის სააკაშვილზე, მერაბიშვილსა და ოქრუაშვილზე ძებნაა გამოცხადებული
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა განაცხადა, რომ ოსი ხალხის გენოციდისთვის ძებნილი 45 ადამიანიდან, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი არიან.
ბრიფინგზე პოლიაკოვმა აღნიშნა, რომ ძებნილთა შორის იყო არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც, მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით დააკავეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ქართული მხარე ფაქტების გაყალბებასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ არასწორი ინფორმaციის გავრცელებაში დაადანაშაულა.