ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
დაჭრილი საოკუპაციო ზოლიდან, ენგურის ხიდიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანა.
როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგი ირაკლი პაპავა აცხადებს, პაციენტს აღენიშნება სავარაუდოდ ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ბარძაყზე. მისივე თქმით, დაჭრილს ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა უტარდება. ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.