ოკუპირებული გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ოკუპირებული გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ოკუპირებული გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 1981 წელს დაბადებული რამინ ხაშიგი მოკლეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ხაშიგს „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის საავადმყოფოში დაჭრილი იყო შეყვანილი.

ე.წ. გენერალური პროკურატურა მომხდარ ფაქტზე წერს, რომ ხაშიგი საავადმყოფოს პალატაში მოკლეს მიხეილ ბარციცის ნათესავებმა. მიხეილ ბარციცი 2018 წლის 17 მარტს, 14:30 საათზე ოკუპირებული გაგრის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს.

ბარციცი ტუროპერატორი იყო. ე.წ. პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ ხაშიგი, რომელსაც ბარციცის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, შურისძიების მიზნით სწორედ მისმა ნათესავებმა მოკლეს.

ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.