ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა. როგორც იუწყებიან, ინფიცირებულები გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გასულ 24 საათში ტესტი ჩაუტარდა 19 ადამიანს. მათ შორის იყვნენ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებული სტუდენტები.
მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ისინიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობენ.