ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები CONIFA-ს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ტიბეტის ნაკრებს შეხვდება
ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები CONIFA-ს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ტიბეტის ნაკრებს შეხვდება

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები 31 მაისს ლონდონში ტიბეტის ნაკრებს შეხვდება. საფეხბურთო მატჩი ლონდონის ჩრდილოეთი მდებარე ენფილდში, დედოფალ ელისაბედის სტადიონზეა დაგეგმილი. ამის შესახებ EnfildTown-ის საფეხბურთო კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების წევრები გაერთიანებულ სამეფოში CONIFA-ს მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში ჩავლენ. ბილეთები უკვე გაყიდვაშია.

CONIFA არის ორგანიზაცია, რომელშიც თვითგამოცხადებული, არაღიარებული ან ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციები არიან გაწევრიანებულები. ვებგვერდზე ასევე ნათქვამია, რომ წელს მათ მიერ ორგანიზებული მსოფლიო თასის გათამაშება ლონდონში 31 მაისიდან 9 ივნისამდე ჩატარდება.

განრიგის მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებს თამაში დაგეგმილი აქვს 2 და 3 ივნისსაც, ამ დღეებში მისი მეტოქე უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე იმიერ კარპატეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის ნაკრები იქნება.

CONIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა. ორგანიზაციამ პირველად მსოფლიო თასის გათამაშება 2014 წელს შვედეთში ჩაატარა. მეორედ, 2016 წელს ჩემპიონატი ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართა და გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრებმა მოიპოვა