ოკუპირებული „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ ნაჩუქარ ხატს უკან აბრუნებს
ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ ხატის საჩუქრად გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, „აფხაზეთის ეკლესია“ არ იღებს ილორის ტაძრისთვის ნაჩუქარ ხატს და მას უკან აბრუნებს.
„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით ილორის ტაძარს საქართველოს ეკლესიისგან საჩუქრად ჩამოუტანეს და მას უკან აბრუნებს. აღნიშნული მისია ჩატარდა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შეუტყობინებლად. ამგვარი აქციები მიუღებელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.