ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკსა და მოსკოვში გაემგზავრა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკსა და მოსკოვში გაემგზავრა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკსა და მოსკოვში გაემგზავრა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინალ არძინბა „რუსეთისა და ბელარუსის დედაქალაქებში აქტუალური ურთიერთქმედების საკითხებს განიხილავს“.

ამასთან, გავრცელებულ ცნობებში არ არის დაკონკრეტებული, შეხვდება თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის ხელისუფლების წევრებს.