ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გაგრის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ გაგრის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
კომენდანტის საათი 20:00 საათიდან 07:00 საათამდე მოქმედებს.
გაგრაში ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც მოსკოვიდან 29 მარტს დაბრუნდა, გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მრავალსართულიანი სახლის მობინადრეები, სადაც ინფიცირებული ოჯახთან ერთად ცხოვრებდა, კარანტინშია. გარე პერიმეტრს კი, მილიცია აკონტროლებს.
გაგრამდე კომენდანტის საათი 30 მარტს გალის რაიონში გამოაცხადეს. გალის რაიონი სრულად ჩაკეტილია.