ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „საპრეზიდენტო არჩევნები“ 21 ივლისს დანიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „საპრეზიდენტო არჩევნები“ 21 ივლისს დანიშნა.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით აირჩევენ. რაულ ხაჯიმბა ე.წ. პრეზიდენტად 2014 წელს დაინიშნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეიცვალა ხმის მიცემის წესებიც. კერძოდ, გაუქმდა თითზე მარკირება, ბიულეტენში კი კანდიდატის სახელი აღარ წაიშლება. შეიცვალა საარჩევნო ფონდების შემოწირულობების ზღვარი, უცხოეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს კი კანდიდატების კამპანიაში მონაწილეობა აეკრძალათ.