ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჰიმნის ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს
ერთ-ერთი სკოლის დამხმარე პედაგოგის განცხადების საფუძველზე, სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჰიმნის ავტორი ვალერიან ჭკადუა დააკავა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მის მიმართ ე.წ. გამოძიება სისხლის სამართლის ე.წ. კოდექსის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობრივ სექსუალურ ქმედებას გულისხმობს.
სოხუმის ე.წ. სასამართლო კომპოზიტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღის ბოლომდე იმსჯელებს.