ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი საგანგებო სესიაზე შეუძლოდ გახდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი საგანგებო სესიაზე შეუძლოდ გახდა. ვალერი კვარჩია პარლამენტიდან ექიმებმა გაიყვანეს.
პარლამენტის სპიკერთან შეხვედრას დღეს „ოპოზიციური ძალების ბლოკის“ წევრებიც ცდილობდნენ, რომლებმაც მანამდე რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, რომელშიც საარჩევნო კომისიის მონაცემებით გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.