ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ მამაკაცსა და ორ მცირეწლოვნს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ მამაკაცსა და ორ მცირეწლოვნს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ მამაკაცსა და ორ მცირეწლოვნს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში აცხადებენ, ზუგდიდის ინფექციურიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამივე პაციენტის პასუხი უარყოფითია.

შუახნის მამაკაცის და ორი მცირეწლოვანი კლინიკიდან ხვალ გაეწერებიან.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ​კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ორი ადამიანი აგრძელებს მკურნალობას.