ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი 103-მდე გაიზარდა
ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი 103-მდე გაიზარდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვი 100-დან 103-მდე გაიზარდა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ცხრა ქვეყანამ, ხოლო 52-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი.

ცხრა ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა არიან: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ზიმბაბვე, ნიკარაგუა, მალი, კუბა და ბურუნდი.

ქვეყნებს შორის, რომელთაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, არიან ჩინეთი, ისრაელი და ირანი.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.