ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბრანბას გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო, რუსეთთან ე.წ. საზღვარი დაიხურა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ვალერი ბრანმამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი უკვე მოაწერა.
ბრანბას ე.წ. დოკუმენტში განმარტებულია, რომ „საზღვარზე გადასვლა აეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს“. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
აღნიშნული შეზღუდვა 20 აპრილამდე დარჩება ძალაში.