ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა დაუფინანსდებათ
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გატანილი იყო დადგენილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსებას გულისხმობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველანაირად ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სურვილს გამოთქვამს, ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს უკვე შემდგომი ეტაპის ნაწილია“,-აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.