ოკუპირებულ გუდაუთაში, ე.წ. ჩორნაია რეჩკას მიდამოებში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ავტომანქანა დაცხრილეს. ინფორმაცის ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ავტომანქანაში მყოფი მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ე.წ. აფხაზური მილიციისა და ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლები. მსგავსი ფაქტი გუდაუთაში რამდენიმე დღის წინაც მოხდა, როცა თარნავას ქუჩაზე საკუთარ სახლთან ცეცხლი გაუხსნეს დ.გ-ს.