ოკუპირებულ გალში ზუგდიდის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
ოკუპირებულ გალში ზუგდიდის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

13 მარტს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, გალის რაიონში ზუგდიდის მკვიდრი გ.ზ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზარანდიას მიმართ გალის ე.წ. პროკურატურაში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.