ოკუპირებულ გალში ცოფით მამაკაცი გარდაიცვალა
ოკუპირებულ გალში ცოფით მამაკაცი გარდაიცვალა

ოკუპირებულ გალის რაიონში 55 წლის მამაკაცი ცოფით გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გარდაცვლილს ძაღლმა უკბინა.

ოკუპირებული გალის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი გიორგი შონია აცხადებს, რომ ყოველდღიურად საავადმყოფოს 15-მდე ადამიანი მიმართავს ძაღლის ან კატის ნაკბენით. ქუჩის ძაღლების პრობლემა გალის რაიონში მოუგვარებელია. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, ძაღლების აცრისთვის მათ საჭირო ოდენობის ვაქცინა არ გააჩნიათ, ხოლო ქუჩის ძაღლების მოკვლა „კანონით“ აკრძალულია.