ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ქუთაისის მკვიდრი ა.ნ. დააკავეს.
ერთი პირის დაკავების ფაქტი პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ე.წ. აფხაზური მილიცია მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. დაკავებული გალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.