ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ
ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ.
ირაკლი კვარაცხელიას სენაკის საკათედრო ტაძარში 12:00 საათზე დაასვენებენ, 14:00 საათზე კი სენაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს.
გარდაცვლილის ცხედარს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ექსპერტიზა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის შესახებ, დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები არ ეთანხმებიან.