ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ძარწემის პოლიგონზე, რეგიონში დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურების წვრთნები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში ჩართულია 1500 ჯარისკაცი, თანამედროვე მოდელის ტანკი T-72BM, საბრძოლო მანქანები ბეემპე-2 და ბეემპე-3, თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“ და „აკაცია“ და უპილოტო საფრენი აპარატები.
„სწავლებაში მონაწილეობს სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის 500 სამხედრო მანქანა – ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები“, – განაცხადა სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, ვადიმ ასტაფიევმა, წერს გამოცემა.