ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

თვეზე მეტია, ქართველი ექიმი დე-ფაქტო რეჟიმის ტყვეობაშია. ვაჟა გაფრინდაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. მან უარი თქვა, ხელი მოეწერა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის აღიარების დოკუმენტზე. ვაჟა გაფრინდაშვილი არ ცვლის პოზიციას და არ ეთანხმება ბრალს, რომელიც დე-ფაქტო რეჟიმმა წაუყენა.

საქართველოს მოქალაქე, ექიმი-ტრავმატოლოგი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. 15 ნოემბერს დე-ფაქტო ხელისუფლებამ მას ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდება წაუყენა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი პატიმრობაში დატოვა.