ოკუპირებულ ახალგორში ორი საბავშვო ბაღი დაიხურა
ოკუპირებულ ახალგორში ორი საბავშვო ბაღი დაიხურა

ოკუპირებულ ახალგორში ორი საბავშვო ბაღი დაიხურა და მათ ნაცვლად ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იხსნება – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რეს“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საშტატო განრიგის დადგენა.

ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო განათლების მინისტრის, ელისა გაგლოევას ინფორმაციით, კადრები საგანგებოდ შეირჩა.

„აღმზრდელების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი იყო რუსულისა და ოსური ენების ზედმიწევნით კარგად ცოდნა“ – განაცხადა გაგლოევამ.