ოკუპირებულ აფხაზეთში სამი ადამიანი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში სამი ადამიანი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა, თამაზ წახნაკიამ განაცხადა.
ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსული ინფექცია 610 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 165 უკვე გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.