ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო ე.წ. შეთანხმების პროექტის კენჭისყრა გადაიდო, ე.წ. პარლამენტის შენობის ეზოში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ [ვიდეო]
ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის კენჭისყრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
ე.წ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დაძაბულ პირობებში ვერ იმუშავებენ და სხდომა არ გაიმართება.
ამასთან, ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის რატიფიკაციას“ ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. დეპუტატებმა „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა.
ამ წუთებში „ტელეგრამის“ არხებზე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის შენობის ღობე გაარღვიეს და ეზოში შეიჭრნენ. ადგილზე „უსაფრთხოების ძალებია“ მობილიზებული.