ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 28 მარტს ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდება და 20 აპრილის ღამის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

დღესვე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.