ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია ჩაიტანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია ჩაიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაცქინის „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია ჩაიტანეს.

კერძოდ, ოკუპირებულმა რეგიონმა რუსეთისგან ვაქცინის 6 500 ათასი დოზა მიიღო. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვაქცინაციის დაწყება აფხაზეთში მაისის დღესასწაულების შემდეგ იგეგმება. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, ვაქცინაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოს ბაზაზე ჩატარდება, სადაც გამოიყოფა ორი კაბინეტი.

მისივე თქმით, ვაქცინის დოზებს არ გაანაწილებენ რაიონებში, რადგან შენახვისთვის აუცილებელი პირობები მხოლოდ ცენტრალურ საწყობშია.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცრების გაკეთებას პირველ რიგში, მედიკოსებისგან და პრიორიტეტული ჯგუფებისგან დაიწყებს, რომელთა შორის არიან პედაგოგები, საჯარო მოხელეები, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები.

ცახნაკიას თქმით, ვაქცინაციის კამპანიის წარმატებაზეა დამოკიდებული ვაქცინის მომდევნო პარტიის მიღება.