ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა წვრთნა ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
სამხედრო მანევრებში 50 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა დაამუშავეს თავდაცვითი ქმედებები მთიანი და ტყიანი ლანდშაფტის პირობებში.
წვრთნა მიმდინარე კვირის დასაწყისითან წაბალის პოლიგონზე დღისა და ღამის პერიოდში მიმდინარეობდა. სწავლებაში 500-მდე სამხედრო მონაწილეობდა.