ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა.

შემთხვევა გულრიფშის რაიონში მოხდა.

ავარიული დაშვების შემდეგ მი-24-ის ტიპის ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა.

მედიის ცნობით, ეკიპაჟის სამი წევრი აგუძერას სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.