ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან მოქალაქეების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა გაახანგრძლივეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან მოქალაქეების შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მიიღო.
დაწესებული შეზღუდვა კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხეებს უკავშირდება. შეზღუდვა 9 აპრილს დაწესდა, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ამასთან, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ 15 ივნისიდან იხსნება შეზღუდვა მასობრივ ღონისძიებებზე, მათ შორის, ქორწილებსა და სხვა დღესასწაულებზე.