ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ჩრდილოკავკასიის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რუსული ე.წ. დელეგაციის წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა ოკუპირებული რეგიონისთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის შესაძლო მიწოდების საკითხი იყო.
„შეხვედრაზე“ ასევე განიხილეს ე.წ. საინვესტივიო პროგრამის რეალიზაციისა და ე.წ. საბიუჯეტო უწყებებში სახელფასო და სოციალური ხარჯების თანადაფინანსების საკითხები.