სოხუმში რაულ ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„მოპარულია პრეზიდენტის ყველა ჯილდო. გატეხილია ყველა სეიფი. გაძარცვეს ოთახი, სადაც იარაღი ინახებოდა“, – წერს რუსული მედია.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ შეტყობინება „პარლამენტს“ 12 იანვარს გაუგზავნა. ის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.