ოკუპირებულ აფხაზეთში, პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე პირი შეიჭრა და დაკავებულები გაათავისუფლა
ოკუპირებულ აფხაზეთში, პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე პირი შეიჭრა და დაკავებულები გაათავისუფლა

ოკუპირებული აფხაზეთში, ქალაქ ბიჭვინთაში, ურთიერთიერთშელაპარაკებისა და სხისი ქონებისთვის ზიანის მიყენების ბრალდებით დაკავებული ორი პირი წინასწარი დაკავების საკნიდან მოქალაქეებმა ძალის გამოყენებით გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედიასაშუალება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ხუთი მოქალაქე, ბიჭვინთის დე ფაქტო რაიონული მილიციის ე.წ. სამორიგეო განყოფილების შენობაში შეიჭრა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. ე.წ. ძალოვნების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ისინი შენობაში მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაკავებული პირები გაათავისუფლეს და ადგილიდან მიიმალნენ. მომხდართან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.