ოკუპირებულ აფხაზეთში მშენებლობაზე 44 ჩრდილოკორეელი მიგრანტი მუშაობს
ოკუპირებულ აფხაზეთში მშენებლობაზე 44 ჩრდილოკორეელი მიგრანტი მუშაობს

ოკუპირებულ აფხაზეთში მშენებლობაზე 44 ჩრდილოკორეელი მიგრანტი მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ისინი სოხუმში, წითელი ხიდის მახლობლად, ტურბაზის რაიონში მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე არიან დასაქმებული.

როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, ჩრდილოკორეელებს ყველა დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების კანონმდებლობის მიხედვით აქვთ გაფორმებული – მათ აქვთ ე.წ. ვიზები, აფხაზეთში მუშაობის ე.წ. ნებართვა და სამედიცინო დაზღვევის ბარათები.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ჩრდილოკორეელი მუშების ჯგუფს თავისი კოორდინატორი ჰყავს, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან აფხაზეთში სამუშაოდ ჩასვლასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს წერს.

სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ის იყოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის ვიცე-კონსულის წარმომადგენელი, რომელსაც აშშ-მა სხვა 15 პირთან ერთად სანქციები დაუწესა.

ბირთვული პროგრამის გამო ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციები 25 იანვარს დააწესა. „შავ სიაში“ სულ ცხრა ორგანიზაცია, ექვსი გემი და 16 ფიზიკური პირი მოხვდა.