ოკუპირებულ აფხაზეთის „სბერბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი მოსკოვში დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი „სბერბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი მოსკოვში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში თემურ ბგანბას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ „სბერბანკის“ შემოწმების შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო თანხის უკანონო მითვისებაზე.
საქმე ეხება სულ 700 მილიონ რუბლს, რომელიც გამოძიების ცნობით, ბანკიდან 2000-იანი წლების დასაწყისიდან თაღლითობის გზით მიითვისეს.