ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში ახალი ათონის ყოფილი მერი მოკლეს. თემურ ახბა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა.
თემურ ახბა 1992-1993 ომის წლებში ახალი ათონის მერი იყო, შემდეგ კი მილიციის უფროსი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა საკუთარ საიტზე წერს მკვლელობის ამბავს და ასევე მიუთითებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 1975 წელს დაბადებული რომან არგუნი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ცნობით, რომან არგუნი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გამოსვლას, რა დროსაც ის დააკავეს.