ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ექიმები განათლების კურსს რუსეთში გაივლიან
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ექიმები განათლების კურსს რუსეთში გაივლიან

ოკუპირებულ აფხაზეთში ექიმები დიპლომის აღების შემდეგ განათლების კურსს რუსეთში გაივლიან. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ჯანდაცვის მინისტრმა, თამაზ წახნაკიამ და რუსეთის სამედიცინო აკადემიის რექტორმა, ლარისა მოშეტოვამ მოსკოვში მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ითვალისწინებს აფხაზი ექიმებისთვის განათლების მიღებას ყველა სპეციალობაში.

მომდევნო წლისთვის დაგეგმილია აფხაზი ექიმების გამგზავრება რუსეთში, ასევე რუსი პროფესორების ვიზიტები ოკუპირებულ აფხაზეთში.