მკვლელობა მოხდა ოკუპირებულ ბიჭვინთაში. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, საცხენოსნო კომპლექსში ურთიერთშელაპარაკება მოხდა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მკვიდრ ასტამურ გვაზავასა და ადგილობრივ ანრი ხარაზიას შორის. მათივე ცნობით, შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც ცნობილია, ანრი ხარაზიამ ასტამურ გვაზავას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გვაზავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, ანრი ხარაზია ამ დრომდე არ დაუკავებიათ.