ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა. სულ გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ზე 33 ტესტი ჩატარდა.