ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 67 ადამიანის ტესტირება მოხდა.
კვლევის შედეგად, შვიდ მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 315 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 120 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი, გარდაიცვალა.