მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათი ცნობით, ინფიცირებული პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფიცირებული გაგრის მცხოვრებია და მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.
იქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „კოვიდ-19“-ზე 86 ადამიანი შეამოწმეს, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.