ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 404 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 53 პირს.
ხუთ კოვიდცენტრში 97 პაციენტი მკურნალობს, 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 165 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 230 და გამოჯანმრთელდა 14 360 ინფიცირებული პაციენტი.