ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 182 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 40 პირს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 40 ადამიანი მკურნალობს. ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 466 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 154 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.