ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება  90 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 18 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 674 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი გარდაიცვალა.