ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 288 ადამიანს და 99 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 133 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 15 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 170 შემთხვევა არის დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 814 პირი. ამასთან, გარდაიცვალა 21 პაციენტი.