ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 230 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 87 პირს.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 158 პაციენტი რჩება, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
დღევანდელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2257 შემთხვევაა სულ დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 829 ადამიანი, გარდაიცვალა 21.