ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 238 პირს, მათგან 85-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 135 პაციენტი მკურნალობს. მათგან 27-ს მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 3 678 პაციენტი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 883-ს შეადგენს.