ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 296 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 73 ადამიანს.
ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 154 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, 1927 წელს და 1938 წელს დაბადებული მამაკაცები.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 024 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 60 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 452 პაციენტი.