ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 248 ადამიანს და კორონავირუსი 57-ს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 716 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 621 ადამიანი, გარდაიცვალა 13.